თენგიზ ფხალაძე საერთაშორისო თემაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე საერთაშორისო ურთიერთობათა თემაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების საგარეო პოლიტიკური მიმართულები იყო. შეხვედრისას საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია, საქართველოს გეო-პოლიტიკური მნიშვნელობა, ასევე როგორც ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, ისე საქართველოს სამეზობლო და რეგიონალური პოლიტიკის საკითხები.
როგორც თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მოხდა საქართველოს პრეზიდენტის პარლამეტში დაგეგმილი ყოველწლიური მოხსენების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების წარდგენა. ექსპერტებმა პრეზიდენტის მრჩეველს საკუთარი პოზიცია გააცნეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრების რეგულარულობა, ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ჩაბმულობა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში.
„ეს იყო ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა საზოგადოებასთან იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაში. კონკრეტულად დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაცნობას და შეაბამისად, განვიხილეთ საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულება. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა ჩვენი კოლეგების მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაში ასახული იქნება ის მესიჯები, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი საზოგადოებისათვის, ჩვენი მოსახლეობისათვის და წარმოდგენილი იქნება ის ხედვა, რომელიც კიდევ უფრო დაგვეხმარება საგარეო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებაში.“
დღევანდელ შეხვედრზე წარმოდგენილი იყო იმ ორგანიზაციების ფართო სპექტრი, რომლებიც მუშაობენ საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკაზე.
სახელმწიფოს მეთაურის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენების მოსამზადებელ პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სექტორთან შეხვედრები იმართება.