თენგიზ ფხალაძე საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შესახებ

უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან და წევრებთან, ასევე ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან. საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ პრობლემას რომელიც მნშვნელოვანია ჩვენთვის და მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთის. რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რიგის მომავალი სამიტი იყო და ყველა დონეზე ჩვენ მივიღეთ ის მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე საქართველსოთვის. დეტალურად იქნა მიმოხილული  უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ ტერიტოირებზე შექმნილი ვითარება და რაც ყველაზე მთავარია, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო ურყევი მხარდაჭერა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.