თენგიზ ფხალაძემ შავი ზღვისა და ბალკანეთის ფორუმზე ნატოს მომავალი სამიტის სამზადისზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შავი ზღვის და ბალკანეთის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. ფორუმზე, რომელიც ნატო-ს და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა და რეგიონისა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრა. 
თენგიზ ფხალაძემ ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო ქმნის საერთაშორისო პარტნიორობისა და კეთილდღეობისათვის. მიმოიხილა ჰიბრიდული საფრთხეები და რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევების ფაქტები.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა ისაუბრა ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის.