თსუ-ში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თსუ-ში ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი შეიქმნა, რომლის ორგანიზებითაც დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
 
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - "ქართულ - ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში" მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას და  თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
 
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, სახლემწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.
 
უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის შეფასებით, ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ფორმატი, რომლშიც ჩვენ ჩვენს ოს თანამემამულეებს უნდა ვესაუბროთ.
 
„პრეზიდენის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც ოს თანამემამულეებთან ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია“, - აღნიშნა შამანიდმა.
 
ცენტრი სხვადასხვა სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
 
კონფერენციას ასევე ესწრებიან მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევარები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
ასევე კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ - პოლიტიკური დარგების მკვლევარები.