სიახლეები

12.07.2018

ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი მტკიცე მხარდაჭერის მისიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სხდომას დაესწრო და სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

12.07.2018

საქართველოს ურყევი არჩევანი - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს დღეს, ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა.

12.07.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან.

12.07.2018

ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატო- საქართველო- უკრაინის შეხვედრას დაესწრო და ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

12.07.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, დღევანდელი შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

11.07.2018

საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილა დღეს ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, ნატოს ახალ სათავო ოფისში საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რუმენ რადევთან.

10.07.2018

საქართველოს პრეზიდენტი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

09.07.2018

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ანკარაში დახვედრის ცერემონიით დაიწყო. აეროპორტში ქართულ დელეგაციას სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ანკარის გუბერნატორი, მერი და გარნიზონის ხელმძღვანელი დახვდა.

08.07.2018

გიორგი მარგველაშვილი 9 ივლისს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება და საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

07.07.2018

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო- ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.