სიახლეები

08.06.2018

გიორგი მარგველაშვილს საქართველოში წმინდა საყდრის ახლადდანიშნულმა დესპანმა ხოსე აველინო ბატენკურმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

08.06.2018

"არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს, რომელთანაც დღეს სასახლეში შეხვედრა გამართა.

05.06.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სასახლეში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს უმასპინძლეს.

04.06.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, გენერალ დენის მერსიეს შეხვდა.

01.06.2018

მწუხარებას გამოვთქვამ გიგა ოთხოზორიას მამის ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო. უმძიმესი და მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიაყენა ოთხოზორიების ოჯახს გიგას მკვლელობით.

01.06.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამასთან ზაზა სარალიძესთან მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა მას.

30.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

29.05.2018

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის (EACD) მონაწილეებს უმასპინძლეს, რომლის სლოგანიცაა "ერთად უფრო ძლიერები ვართ".

29.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს.