სიახლეები

29.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს.

29.05.2018

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქართველი დიპლომატები ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

29.05.2018

სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საქართველოს სამომავლო ამბიციებს ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

29.05.2018

გიორგი მარგველაშვილმა პროგრამის მონაწილეებს თემაზე -"გეოპოლიტიკური განზომილებების გააზრება და რეგიონული პერსპექტივა" ესაუბრა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება.

27.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წელს გამოცემული  წიგნის "საქართველო ბოლშევიკური არმიის ბატონობის ქვეშ" თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო.

27.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით  ქართული დიასპორის ფორუმს "ქართული დიასპორა - ერთიანი საქართველოსათვის" დაესწრო და მადლობა გადაუხადა  ქართული დიასპორის ორგანიზაციებს უცხოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისათვის.

27.05.2018

​საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

26.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი, პოლონეთის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან, ლატვიის პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გალა კონცერტს დაესწრნენ.

26.05.2018

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

26.05.2018

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და რუმინეთის ვიცეპრემიერის ანა ბირჩალის  შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გააქტიურება და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ტრადიციული თემატიკა განიხილეს.