სიახლეები

26.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა, რომელიც თბილისში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწვია.

26.05.2018

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებთან ერთად მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა - "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია".

26.05.2018

თქვენი ეროვნული დღესასწაული წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამ დღეს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჟან–ივ ლე დრიანი ამ დღეს თქვენს გვერდით აღნიშნავს თბილისში.

26.05.2018

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, საერთაშორისო დელეგაციებისათვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

26.05.2018

გიორგი მარგველაშვილმა ანდრეი კისკასთან რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ნატო-ს სამიტისათვის მზადების საკითხებზე და საქართველოს პარტნიორების კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

26.05.2018

გიორგი მარგველაშვილმა, ანდჟეი დუდამ და ანდრეი კისკამ და გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმი -"კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში" გახსნეს.

26.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

26.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღებს.

25.05.2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.

25.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის აღსანიშნავად, თბილისს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია.