ადმინისტრაციის სიახლეები

16.12.2017

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის დემოკრატიის სკოლის EECMD კურსდამთავრებულებს და საჯარო პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეხვდნენ და უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

16.12.2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სტუდენტებს შეხვდნენ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

16.12.2017

საქართველოს პრეზიდენტი "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორისა და ყველა, საკითხით დაინტერესებულ მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება.

15.12.2017

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საკონსტიტუციო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსტიტუციის ასეთი ხშირი ცვლილებების პროცესი უცნაური და რეკორდულია, თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის.

15.12.2017

მედიასახლის "გურია ნიუსი" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სკოლებში ბულინგის, ძალადობის, ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

14.12.2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

09.12.2017

გიორგი აბაშიშვილი ფორუმის იმ პანელის მუშაობას დაესწრო, რომელიც  ევროპელი ინვესტორებისათვის აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა მიზნად.

07.12.2017

თენგიზ ფხალაძემ თავისუფალი და უსაფრთხო ევროპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოს მონაწილეობის გარეშე ვერ განხორციელდება.

07.12.2017

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, რომელიც ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ლატვიის პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს მაია მანიკას შეხვდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ასევე ნატო-ს მომავალი სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა.