ადმინისტრაციის სიახლეები

16.11.2017

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

13.11.2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქართული პროდუქციის დაგროვებითი ბარათის "მოითხოვე ქართული" გამარჯვებულები დააჯილდოვა.

13.11.2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დადებითად აფასებს სამთავრობო გუნდის ცვლილებებს და მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს.

13.11.2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ტაბახმელას მე-4 სანგარზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

10.11.2017

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

10.11.2017

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი გაიხსნა.

03.11.2017

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის "აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბები" დასკვნით გამოფენას დაესწრო.

02.11.2017

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

01.11.2017

ესტონეთის პრეზიდენტი ესტონელი ბიზნესმენების დელეგაციასთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმს დაესწრო.

31.10.2017

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით მეუღლესთან გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან ერთად ესტუმრა.