ადმინისტრაციის სიახლეები

11.03.2016

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები კახაბერ კოჟორიძე და სოფიო შამანიდი, დღეს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ.

11.03.2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს შეხვდა, შეხვედრისას საუბარი შეეხო დღეს ინტერნეტში გავრცელებულ მასალას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა.

10.03.2016

როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის და ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.

08.03.2016

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქალის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

07.03.2016

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ანა დოლიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

06.03.2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ალექსანდრე ბარბაქაძე, დღეს, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონში ორგანიზებულ შიდა ჩემპიონატს „სამხედრო სპორტული სამჭიდი“ დაესწრნენ.

02.03.2016

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე 81 ხმით - ერთხმად დაამტკიცა.

28.02.2016

თელავის დემოკრატიის სკოლაში, რომელიც NIMD -ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის) დაფინანსებით ფუნქციონირებს, გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრა.

27.02.2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა, რომლის ტექნიკური აღჭურვაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორციელდა.

26.02.2016

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად უნივერსიტეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებული ლაბორატორია გახსნა.