ნინო ბაგრატიონი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

 

ნინო ბაგრატიონი დაიბადა 1971 წლის 29 მარტს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1993 წლიდან. 1993-1999 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, ჰუმანიტარულ და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტის პირველ მდივნად; 1999-2001 წლებში იყო სასწავლო პროგრამების კოორდინატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტში (GIPA); 2003-2007 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“; 2008-2012 წლებში იყო რესტორან                   Purpur-ის გენერალური მენეჯერი; 2013 წელს იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის პროტოკოლის სამსახურის უფროსი.

2013 წლის 19 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ.

2015 წლის 5 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.