ივანე სულხანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
ივანე სულხანიშვილი დაიბადა 1980 წლის 28 მარტს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2001 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში. 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროს ეკონომისტად, შემდეგ - სამმართველოს უფროსად. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატში სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესყიდვების და მომარაგების განყოფილების უფროსი, შემდეგ - საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილების უფროსად. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი.
2015 წლის 9 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.