სიახლეები

01.12.2018

​საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად, კანტის აკადემიის ორგანიზებით იმართება

30.11.2018

საქართველოს შეიარაღებული და სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს.

29.11.2018

საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

28.11.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

27.11.2018

საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან საარჩევნო პროცესის შეფასებებისა და არჩევნების დღეს მისიის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიიღო. 

27.11.2018

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურის წინ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს მართავს. დღეს პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) წარმომადგენლებთან გამართა. პრეზიდენტი გაეცნო იმ შეხედულებებსა და პოზიციებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის წევრებს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქვთ.

27.11.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად The New York Times-ის ლიცენზიანტი გამომცემლობის „სახე(ლ)ები“ მიერ ორგანიზებულ საუკუნისა და წლის სახე(ლ)ების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც საქართველოში The New York Times-ის ლიცენზიანტი საგამომცემლო სახლის „სახე(ლ)ები“ 2018 წლის გამოცემების წარდენა და საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.

26.11.2018

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლუიზა ვინტონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ქვეყნის პირველ პირს გაეროს ახლად დანიშნულმა მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

26.11.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს იგორ დოგლოვს შეხვდა და აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია პირადად უკრაინელი დიპლომატისგან მოისმინა

22.11.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს აბუ-დაბის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო და უსაფრთხოებისა და განათლების სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.