სიახლეები

11.08.2018

საქართველოს პრეზიდენტი შინდისის ბრძოლის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპული გმირების თავდადებას იხსენებს.

08.08.2018

საქართველოს პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მიიღო ყველა იმ ექიმმა, ვინც გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს მუშაობდა.

08.08.2018

2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე საქართველოს პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღმართულ წირვას დაესწრო.

08.08.2018

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

07.08.2018

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა.

07.08.2018

საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, მაიკ პომპეოს ინიციატივით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

07.08.2018

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს შეხვდა.

02.08.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად ორშაბათიდან, 6 აგვისტოდან იურიდიულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ფართო კონსულტაციებს იწყებს და მოუწოდებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს: იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობნენ საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, ჩაერთონ ამ უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ პროცესში.

02.08.2018

-გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ილიაობას – ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს