სიახლეები

11.09.2018

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი მიიღო, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.

04.09.2018

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი გურამ თევზაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს.

04.09.2018

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურება მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია იაპონური ბიზნესსექტორისათვის განიხილონ საქართველო, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართულებით.

04.09.2018

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნის საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას.

27.08.2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

26.08.2018

ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო.

24.08.2018

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, დიპლომატების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საკონსტიტუციო სასამართლოს, სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

24.08.2018

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისათვის.

24.08.2018

​ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.