ადმინისტრაციის სიახლეები

16.02.2018

ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია.

15.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი თბილისის საკრებულოში საპრეზიდენტო პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრო.

14.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, თუ არსებობს ალბათობა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო განხილვის შემდეგ, დარჩეს ცვლილებამდელი კანონი, ყველა მოგებული იქნება და განეიტრალდება ის საფრთხეები, რასაც ახალი ცვლილებები უქმნის მედიასაშუალებებს.

14.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა" და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომამ განიხილა.

14.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განაცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია, ვინაიდან ის თავისი არსით ბიზნესის კეთებასთან ერთად უფრო მეტად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და მხარდაჭერასაც გულისხმობს.

14.02.2018

მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობს, რომელიც "მაუწყებლის შესახებ კანონსა" და "შესყიდვების კანონში" შეტანილ ცვლილებებს შეეხება.

05.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას დაესწრო, რომელზეც საკონსულტაციო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევა განიხილეს საქართველოს საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტ-იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის შესახებ.

30.01.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის, კრინიცის ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო საბჭოს წარმომადგენლის მიკოლაი ტაუბერისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მონაწილეობით დღეს ბაკურიანში საერთაშორისო ვორქშოფი გაიმართა.

30.01.2018

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს მმართველ პარტიას გაათავისუფლოს სისტემა იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას.

29.01.2018

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე "გირგვლიანის შესწორებების" საკანონმდებლო პაკეტის შექმნის შესახებ "ქართული ოცნების" დღევანდელ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ სისტემას უნდა ჩამოშორდნენ ის პროკურორები, მოსამართლეები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ამ სისტემას ქმნიდნენ.