ადმინისტრაციის სიახლეები

12.01.2018

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე გამოითქვა საკმაოდ დასაბუთებული, გარკვეული მოსაზრებები - რა პრობლემას შეიცავს აღნიშნული კანონი და ეს ყველა საკითხი იქნება განხილული პრეზიდენტთან, სწორედ ამ განსჯის საფუძველზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.

11.01.2018

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მიმართვას ეხმაურება და "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ახლადმიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

11.01.2018

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები.

08.01.2018

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები საგანგაშო პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა.

27.12.2017

საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებზე შექმნილ ახალ საკონსულტაციო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი შეუერთდა.

26.12.2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი მუზეუმი დაათვალიერა

26.12.2017

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

25.12.2017

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა  და რიტა სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
სომხეთის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს - პატრიარქთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

25.12.2017

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგიას ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო და საზეიმო ლიტურგიაზე დამსწრე მრევლს პრეზიდენტის მილოცვა გააცნო.

24.12.2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.