საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა.
სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს NDI- ის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენელები მიიღო, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, მხატვარ ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაციას დაესწრო, რომელზეც მისი ნახატები იყო გამოფენილი.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 57 პირი.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელიც 1999 წლიდან სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში გამართულ არჩევნებს.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან დღეს სასახლეში შეხვედრა გამართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.