ადმინისტრაციის სიახლეები

21.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტმა მხოლოდ ფორმალურად დაძლია ვეტო და დარბაზშივე აღიარა, პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტების სისწორე.

21.02.2018

კენჭისყრამდე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა დეპუტატებს ღრმად გაიაზრონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით და თუ დეპუტატებს პრეზიდენტის ვეტოს მხარდაჭერა ეხამუშებათ, არ მიიღონ ეს კანონი თავიდან.

21.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

21.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ტელეკომპანიის "იბერია" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ერთერთ დამფუძნებელს პარლამენტარ ნატო ჩხეიძეს შეხვდება და შეეცდება მისგან მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

21.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს საქართველოს პარლამენტს განსახილველად "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს წარუდგენს.

19.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილმა მიუნხენის და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის - IHK შეფასების მისიის წარმომადგენლები მიიღო, რომლებთანაც დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს.

19.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პროპაგანდისტული - მტერი რუსეთი ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ბედნიერი სულაც არ არის.

19.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ საქმიანობის ანგარიშს და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული სასწავლო სახელმძღვანელოს „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ პრეზენტაციას დაესწრო.

19.02.2018

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ინოვაციური პოტენციალის ზრდის პირობებს შეეხებოდა.

16.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა.